„მე მაინტერესებს, რატომ უნდა დავჯდე ალეკო ელისაშვილთან დებატებში? არის 7 ოპოზიციური მერობის კანდიდატი, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში და რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან სადებატოდ? ან რატომ არ უნდა დავჯდე კახა კუკავასთან ან გიორგი გუგავასთან, არ მესმის", - ამ სიტყვებით „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას გადაცემა „რეაქციაში" გამოეხმაურა. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდეს დებატებზე მხოლოდ ალეკო ელისაშვილთან, როცა 7 ოპოზიციური პარტიის კანდიდატია ჩართული საარჩევნო პროცესში.
„არსებობს ფორმატი, რომლის შემოთავაზებაც გაკეთებული აქვთ ტელევიზიებს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ დებატებში, არცერთ დებატს არ გავქცეულვართ და როგორც იყო შეთანხმება ისე მოვიქცევით",- განაცხადა კახა კალაძემ.