logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არ მესმის, რატომ უნდა დავჯდე სადებატოდ ელისაშვილთან?!
- +

3 ოქტომბერი. 2017. 23:37


 

„მე მაინტერესებს, რატომ უნდა დავჯდე ალეკო ელისაშვილთან დებატებში? არის 7 ოპოზიციური  მერობის კანდიდატი, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში და რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან სადებატოდ? ან რატომ არ უნდა დავჯდე კახა კუკავასთან ან გიორგი გუგავასთან, არ მესმის", - ამ სიტყვებით „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას გადაცემა „რეაქციაში" გამოეხმაურა. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდეს დებატებზე მხოლოდ ალეკო ელისაშვილთან, როცა 7 ოპოზიციური პარტიის კანდიდატია ჩართული საარჩევნო პროცესში.

 

„არსებობს ფორმატი, რომლის შემოთავაზებაც გაკეთებული აქვთ ტელევიზიებს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ დებატებში, არცერთ დებატს არ გავქცეულვართ და როგორც იყო შეთანხმება ისე მოვიქცევით",- განაცხადა კახა კალაძემ.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner