logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ და ჰეროინი ამოიღო
- +

4 ოქტომბერი. 2017. 10:45


შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, ცოლ-ქმარი - 1981 წელს დაბადებული მ.ქ. და 1989 წელს დაბადებული უ.ი.  ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის"  300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს.


ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად,  უ.ი.-ს ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner