logo_geo
eng_logo
„მუსიკა ქარში“- რეზო ჭეიშვილის შესახებ ფილმს გადაიღებენ
- +

15 აპრილი. 2016. 02:10


ქართველი მწერლისა და სცენარისტის რეზო ჭეიშვილის ცხოვრების შესახებ ფილმს გადაიღებენ.


დოკუმენტური ფილმი სამოცწუთიანი იქნება და მწერლის ცხოვრებას ასახავს, რისთვისაც მერიამ ტენდერი გამოაცხადა. მიმწოდებელი ვალდებულია  3 700 ლარად გადაიღოს ფილმი.


დოკუმენტურ ფილმში ასახული უნდა იყოს მწერალ რეზო ჭეიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, სახლი, სადაც დაიბადა და გაიზარდა მწერალი, ინტერვიუ მწერლის მეუღლესთან, რეზო ჭეიშვილის სიცოცხლეში ჩაწერილი ინტერვიუები, მწერლის ოჯახური გარემო, ინტერვიუ ოჯახის წევრებთან, ინტერვიუ მწერლის მინიმუმ თორმეტ მეგობართან. რეზო ჭეიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები სამწერლო და კინო ასპარეზზე, სამუშაო გარემო, სადაც მუშაობდა - როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში და რეზო ჭეიშვილის საფლავი მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ფილმი FULL HD ფორმატში უნდა იყოს გადაღებული, დამუშავებული და დამონტაჟებული.


შეგახსენებთ, რომ მწერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2015 წელს გარდაიცვალა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner