logo_geo
eng_logo
აჭარაში კიდევ ერთი სალოტბარო სკოლა იხსნება
- +

4 ოქტომბერი. 2017. 12:29


აჭარაში კიდევ ერთი სალოტბარო სკოლა იხსნება. ქართული ხალხური სიმღერის და ტრადიციული გალობის შემსწავლელთა მსურველებს, ბათუმის შემდეგ, ახლა უკვე შუახევის სალოტბარო სკოლა მიიღებს. უნიკალური ფოლკლორული მემკვიდრეობით მდიდარ შუახევში, სალოტბარო სკოლით დაინტერესება, ადგილობრივ მოსახლეობაში, სულ უფრო იმატებს.


2017 წლის 5 ოქტომბერს 13:00 საათზე შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიხსნება სალოტბარო სკოლა; საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრს და შუახევის მუნიციპალიტეტის შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერენ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე.


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 2015 წლიდან, ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული გალობა უფასოდ ისწავლება და სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში.


დღეისთვის უკვე 18 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს (ბათუმი, წალენჯიხა, თელავი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი), სადაც ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას 800-მდე ბავშვს და მოზარდს საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები ასწავლიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner