logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი
- +

4 ოქტომბერი. 2017. 14:46


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი.


გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი წარუდგინა. ვიდეორგოლის მიზანი საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.


„ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები გაცილებით უფრო მეტი და ინტენსიური იქნება. ამავდროულად, გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ მართლაც ეროვნულ საქმეში მექნება მხარდაჭერა როგორც საფინანსო სექტორის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედიის მხრიდანაც", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner