ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ყოფილ მოადგილეს, მარიამ ვალიშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი ქალბატონ მარიამ ვალიშვილს! მარიამი 2008 წლიდან იკავებდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და ამ წლების განმავლობაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა როგორც მთლიანად დარგის ასევე, კონკრეტულად სამინისტროს წარმატებულ საქმიანობაში. მან საკუთრი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, რათა ახალი გამოწვევების წინაშე დადგეს! მინდა, წარმატებები ვუსურვო მას ყველა ახალ წამოწყებასა და მომავალ საქმიანობაში!" - წერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი.
ამჟამად ენერგეტიკის მინისტრს ორი მოადგილე ჰყავს - თორნიკე რიჟვაძე და რომეო მიქაუტაძე.