ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია.
ადგილობრივების ინფორმაციით, თოვლში ტურისტები არიან ჩარჩენილი, რომლებიც კახეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.
თუშეთის ექიმის ირაკლი ხვედაგურიძის განცხადებით, დახმარება ესაჭიროება ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც შიდა სისხლდენა აქვს. მას დახმარება ადგილზე გაეწია. თუმცა, ტურისტის ბარში გადმოყვანა ვერ ხერხდება.
თუშეთის გამგებლის ლადო კახოიძის განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაო დაწყებულია, თუმცა, რა დროში დასრულდება, უცნობია.
თუშეთის გზის მონაკვეთზე პასუხისმგებლობა კომპანია „გერალს" აქვს აღებული.