logo_geo
eng_logo
თსუ–ს რექტორის მოვალეობის შესრულების ორ მსურველს რეგისტრაციაზე უარი ასაკის გამო უთხრეს
- +

15 აპრილი. 2016. 02:29


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. პროცესი 18:00 საათზე შეწყდა. კომისიაში სულ ხუთი კანდიდატის განცხადება შევიდა, თუმცა თავდაპირველად შვიდი კანდიდატი იყო. კომისიის გადაწყვეტილებით, ორმა მათგანმა:ინესა მერაბიშვილმა და მერაბ ელიაშვილმა ვერ დააკმაყოფილეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით დადგენილი ნორმა ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით.


არჩევნები 20 აპრილს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გამოვლინდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა.


დღეს დღის პირველ ნახევარის ჩათვლით ჩვენ მიღებული გვქონდა მხოლოდ ოთხი განაცხადი. ამ ოთხი განაცხადიდან საარჩევნო კომისიამ ორ პიროვნებას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნაზე უარი ასაკობრივი ცენზის გამო უთხრა, ხოლო დანარჩენი ორი დაარეგისტრირა. დღის მეორე ნახევარში კანცელარიამ მიიღო კიდევ სამი განაცხადი. კენჭისყრა დანიშნულია 20 აპრილს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კომისიას შედეგების დათვლისთვის და გამოქვეყნებისთვის დადგენილი აქვს 24 საათიანი ვადა,"-განაცხადა სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივანმა დემეტრე ეგნატიშვილმა.

 

რაც შეეხებათ განაცხადების ავტორებს, ისინი არიან: ალექსანდრე ჩხიტაური, გიორგი ანდრიაძე, ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი და დარეჯან თვალთვაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner