logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ამ დღეებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიტანთ მასალებს!
- +

4 ოქტომბერი. 2017. 20:35


კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარესთან ირაკლი პეტრიაშვილთან დაკავშირებით სოციალური ქსელში შემდეგი სახის პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:

 

„ჩემო დებო და ძმებო! ჩემო კოლეგებო პროფკავშირებიდან, პროფკავშირის წევრებო! ვიცი დაგღალეთ, ვიცი ძალიან რთულია მიმართვის ფორმა "მკვლელო", "მკვლელების მფარველო", კრიმინალო (არც მე არ მომწონს მიმართვის ეს ფორმა) ეს სიტყვები ეხებოდა და ეხება მხოლოდ პეტრიაშვილს და არა რომელიმე თქვენთაგანს! მე და ჩემი მხარდამჭერები ვებრძვით მხოლოდ და მხოლოდ პეტრიაშვილსა და მის მფარველებს და არამც და არამც საქართველოს პროფკავშირის წევრებსა და ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებს. ჩემო დებო და ძმებო! მინდა წინასწარ იყოთ ინფორმირებული და საქმის კურში, რომ ამ დღეებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიტანთ მასალებს! თუ რა ქონება, რა ფასად და რა დანაშაულებრივი გზებითა და ქმედებებით იქნა გაყიდული და გასხვისებული. ეს ის პროფკავშირული ქონებაა რომელიც ეკუთვნის თითოეულ ჩვენთაგანს და ქართველ ხალხს. ბრძოლა გრძელდება! ჩვენ გავიმარჯვებთ", - წერს ოქიტაშვილი. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner