logo_geo
eng_logo
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადებს უმალავს
- +

4 ოქტომბერი. 2017. 21:13


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი" სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადებს უმალავს. აღნიშნული ვარაუდის გამოთქმის საფუძველს იმ კლიენტთა განცხადებები აჩენს, რომლებიც ითხოვენ ფინანსური პოლიციის დაინტერესებას „ბერმელის" საქმიანობით.


საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტების საგამოძიებო ჯგუფი იწყებს „ბერმელის" საქმიანობის შესწავლას და „ბერმელისგან" დაზარალებული ადამიანების ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანას.


წარმოუდგენლად მაღალი ჯარიმები, წინასწარი საკომისიოები, ჩარიცხვებზე წინააღმდეგობები, - ეს ყველაფერი, ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, მიზანმიმართულად ხდება „ბერმელში".


თუკი „ბერმელის" მიმართ წაყენებული ბრალდებები დადასტურდება, აღნიშნული ორგანიზაცია უნდა დაიხუროს და პასუხისმგებელი პირები სათანადოდ დაისაჯონ.


ჟურნალისტთა ჯგუფი უახლოეს მომავალში შესაბამის სამსახურებს კონკრეტულ საქმეებს მიაწვდის. საქმეებში ნათლად გამოჩნდება, თუ როგორ მიზანმიმართულად ურთულებენ ცხოვრებას ადამიანებს „ბერმელის" დირექტორი ეთერ ბერიძე და მისი მეწყვილე და მეუღლე ზურაბ მელიქიშვილი.


„ბერმელის" სათაო ოფისი მდებარეობს ბათუმში. ქალაქში საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია ამ ადამიანების რეპუტაციის შესახებ. ახლა კი, ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნული კომპანიის ტერორის ქვეშ მოექცნენ, სათანადო პასუხს გასცემენ მათ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner