logo_geo
eng_logo
იური გაგარინის მოგზაურობა კოსმოსში 1 საათსა და 48 წუთს გრძელდებოდა
- +

14 აპრილი. 2016. 23:15


„შემეცნებითი გვერდი" კოსმონავტ იური გაგარინის შესახებ სიანტერესო ცნობებს ავრცელებს.


55 წლის წინ , 1961 წლის 12 აპრილს ადამიანი პირველად გაფრინდა კოსმოსში. მისი მოგზაურობა გრძელდებოდა მხოლოდ 1 საათსა და 48 წთ-ს , ამდენი დრო დასჭირდა დედამიწის გარშემო ყველაზე სწრაფ მოგზაურობას.


პირველ მოგზაურობას დედამიწის გარშემო დასჭირდა 3 წელიწადი. ფერნან მაგელანმა დაიწყო თავისი მოგზაურობა ესპანეთში 1519 წლის სექტემბერში და დაასრულა 1522 წელს.


იური გაგარინმა  დაიწყო თავისი ფრენა ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომზე და დაასრულა სარათოვის ოლქის სოფელ სმელოვკაში. საინტერესოა, რომ ზუსტად ამ ადგილას აეროსკოლის პილოტი იური გაგარინი პირველად აფრინდა ჰაერში თვითმფრინავით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner