logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ზალავ, შენი ცოდვა სააკაშვილისა და გვარამიას კისრებზეა...
- +

4 ოქტომბერი. 2017. 21:52


გუშინ „რეაქციაში" ჩართეს ზალა (ზორო) უდუმაშვილი. ჩართეს და დაუსვეს შეკითხვები. ჯერ გაშტერდა, მერე გამოშტერდა და დაიწყო: ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერთან „სტაიანკას" არ ავაშენებინებთო, არც თაბორის გორას გავამწვანებინებთო, ის ოლიგარქი გახლავთ და ქვეყანას არ დავანგრევინებთო, ჩვენს მომავალ თაობას, შვილებს არ გავაწირინებთო. რატომ, რა არის ამაში ცუდი, რომ კაცი პარკინგს აშენებს და მთას კიდევ ამწვანებსო? - ჰკითხეს პირდაპირ, არ მოერიდნენ. ამან, ამ ზალამ გალაქულ თავზე ორი თითი ნაზად გადაისვა და განაგრძო - ეგ ყველაფერი, რასაც აშენებს, თავისთვის უნდაო, მაგ „სტაიანკაზე" მარტო თავისი მანქანები უნდა გააჩეროსო. თაბორის მთაზე კიდე მოაწყობს რაღაცებს, დაჯდება და ჰაერს მარტო თვითონ ისუნთქებს, აქეთ არ გამოუშვებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ჰაერი აღარ დარჩებათო. თუ დარჩებათ, მოწამლული იქნება „გაზპრომის" მიერო!


ზალა ისევ იყო შეუვალი, მრისხანე და დაუნდობელი. წამყვანმა ჰკითხა: ისაო, „ნაცების" ზეობის პერიოდში რომ არიგებდნენ 1 ლარად მიწებს და შენობა-ნაგებობებს, ეგ როგორ იყოო? აი, გეტყვითო, - დაიდო სამი თითი ზალამ „გაშპაკლულ" ლოყაზე კვლავ ნაზად, - რაღაც-რაღაცები მეც არ მომწონდა... მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს რო გადასცეს წყნეთში 1 ლარად აგარაკი, ძაან არ მომეწონაო. ჰმ... არ მოეწონა ბიჭსა! (სხვათა შორის, ეგ აგარაკი ბურჯანაძემ მოგვიანებით უკან დააბრუნა). მოკლედ, ლაპარაკობდა ბატონი ზალა, აბრიალებდა ხახვის წყალობით ჩასისხლიანებულ თვალებს და სულაც არ გახსენებია, როგორ გადაეცა კოჯორში მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას 2501 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 1 ლარად. არც ის გახსენებია, როგორ გადაეცა სააკაშვილის ბრძანებით 2010 წელს 1 ლარად დიდ დიღომში ბინა კონტრდაზვერვის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს, ვინმე ბეჟან ფარცვანიას. რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო? ჰო, არც ის გახსენებია, როგორ გადაეცა 1 ლარად მიხა სააკაშვილის დედიკოს, გიული ალასანიას ბათუმში იუსტიციის შენობა!


ზალამ (ნიკოლოზ გვარამიას კარნახით) ისიც დააბრეხვა, რაც კი ბიძინა ივანიშვილმა აქამდე დახარჯა, უკვე ამოიღო უძრავი ქონების სახითო. თქვა ესა და ცოტა გაწითლდა, სახეზე გრიმი ჩამოეღვენთა. კი იცის, რომ ტარანი თვლით არი, მაგრამ ეხლა ეგრე იყო საჭირო, ყოველ შემთხვევაში, უნდა გაუძლოს 21 ოქტომბრამდე. ესე იგი, ზალას ლოგიკით, ივანიშვილი „სტაიანკაში" 200 მილიონს იმიტომ ხარჯავს, რომ მერე ათი შაური დაადოს და ფული უკან ამოიღოს. ივანიშვილი თაბორის გახრიოკებულ ფერდობზე 400 მილიონს იმიტომ ხარჯავს, რომ მერე შესასვლელში დაჯდეს, ბილეთები გაყიდოს და ფული უკან ამოიღოს. შეკვეთილში საკონცერტო დარბაზი იმიტომ ააშენა, რომ შესასვლელში ზის, ბილეთებს ყიდის და დახარჯულ თანხებს უკანვე იღებს, მოგებასაც ნახულობს. ივანიშვილმა სამება იმიტომ ააშენა, რომ იქ სანთლებს ყიდის და ფულს უკანვე იღებს. ივანიშვილი მსახიობებს, რეჟისორებს, მუსიკოსებს და მეცნიერებს იმიტომ აფინანსებს, რომ ყოველთვიურად თითოეულს 50 ლარს უკანვე ართმევს და მოგებას ნახულობს. თუ რომელიმე სფეროში ვერ ნახავს მოგებას, ეგრევე წაიღებს რამე ქონებას 1 ლარად და ამით გაქვითავს!


სხვათა შორის, ამ დღეებში კახეთი მოვიარე და გამოგიტყდებით, „ნაციონალების" ამგვარი „მანევრისა" გლეხებსაც კი აღარ სჯერათ. გაცვდა ამათი პროგრამა, თავი ისევ 2003 წლის ნოემბერში ჰგონიათ, როცა არც ამდენი საინფორმაციო საშუალება არსებობდა და მობილური ტელეფონი კიდევ სულ რამდენიმე ადამიანს ეკიდა შარვლის საქამრეზე. ესენი ვეღარ ხვდებიან, რომ ტექნოლოგიები განვითარდა, დაიხვეწა და ყველა სიცრუე რამდენიმე წამში იშიფრება.


მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო... ზალა გა(მო)შტერდა, ნიკოლოზ გვარამიას კარნახმა გამოაშტერა და ისეთ სისულელეებს ყვება, არჩევნების მერე საინფორმაციოს წამყვანადაც კი აღარ გამოდგება!


ზალავ, შენი ცოდვა სააკაშვილისა და გვარამიას კისრებზეა, წადი, შვილო, სახლში, აზრზე მოდი და დაიძინე. თუმცა, ეტყობა, ადრე იმნაირები გაქვს მიქარული, ვეღარ გამოდიხარ მოჯადოებული წრიდან. თუ ეგრეა, მაშინ წასულია შენი საქმე! 


გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner