logo_geo
eng_logo
ქართველი ძიუდოისტი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
- +

4 ოქტომბერი. 2017. 23:25


ქართველი ძიუდოისტი, მძიმეწონოსანი ზვიად წიკლაური ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.


იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართული მსოფლიო ჩეპიონატის ფინალურ შეხვედრაში მან ფრანგი სირილ კაბა იუკოთი დაამარცხა.


ფინალამდე წიკლაურმა სამი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ფალავანმა პირველ წრეში რუს ალექსანდრ კულიკოვს იპონით სძლია. მეოთხედფინალში ყაზახ კაირატ მახტინთან მოპოვებულ იუკოს და იპონიც მიაყოლა და წმინდა გამარჯვება მოიპოვა.


რაც შეეხება ნახევარფინალს, წიკლაურმა იტალიელი იგორ ლამბერტუჩი იუკოს უპირატესობით დაამარცხა.


ზვიად წიკლაური ალექსი დავითაშვილის შემდეგ მეორე ძიუდოისტია, რომელმაც ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner