logo_geo
eng_logo
სექსი, სიცრუე და ვიდეო: მიზეზები, რის გამოც ბენზემა ნაკრებიდან უნდა მოეკვეთათ
- +

14 აპრილი. 2016. 21:50


საფეხბურთო საიტი GOAL.GE მადრიდის „რეალის" სკანდალური თავდამსხმელის კარიმ ბენზემას შესახებ საინტერესო სტატიას გთავაზობთ. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში კარიმ ბენზემა საკმაოდ ბევრ სკანდალში გაეხვა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ამჟამად ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობა აუკრძალეს და ის ეროვნული გუნდიდან ოფიციალურად გარიცხეს.


ზაფხულში ბენზემაზე პრესაში მხოლოდ პოზიტიური იწერებოდა. მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტი ლონდონის "არსენალი" იყო, თუმცა ფრანგმა თავდამსხმელმა „სამეფო კლუბში" დარჩენა გადაწყვიტა. ბენზემა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარ ლიდერად მოაზრებოდა პოლ პოგბასთან ერთად. შემდეგ კარიმი ერთ-ერთ წვეულებაზე რიანასთან ერთად იხილეს, სადაც ისინი იქცეოდნენ ისე, როგორც წყვილები იქცევიან.


ბოლო 2 თვე ბენზემა "რეალის" მაისურით თამაშს ხშირად რეგულარული ტრავმების გამო ვერ ახერხებდა. კარიმი გუნდს "ბარსელონასთან" შეხვედრაში დაუბრუნდა. "ელ კლასიკოზე" ის ჩრდილში იმყოფებოდა, თუმცა "ხეტაფეს" და "მალმეს" კარებების დალაშქვრა ფრანგმა ფორვარდმა არაერთხელ შეძლო. ეს საფეხბურთო ფორმაზე. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, აქ ბევრ სკანდალს შეხვდებით. სპექტრი მერყეობდა: "მას მართლა გააძევებნ ნაკრებიდან?", "ის მართლა ხვდება რიანას?", "მას ციხეში გაუშვებენ?". ამ კითხვების გარდა ბოლო დროს ბენზემას გარშემო კიდევ ბევრი კითხვა ისმის, თუმცა ერთი რამ უდავოა - ბენზემას პირად ცხოვრებაში სკანდალები უფრო და უფრო მატულობს.


რიანასთან შეხვედრა და წვეულებებზე რეგულარულმა სიარულმა ბენზემას გარშემო ბევრი კითხვის ნიშანი დასვა. ის საჯაროდ რიანასთან ურთიერთობაზე საუბრისგან თავს იკავებს. პრესასაც მეტი არ უნდა, ბენზემასა და რიანას შორის არსებულ ურთიერთობაზე წერს იმას, რაც სურს. ზოგიერთი გაზეთი რიანას შანტაჟში მონაწილეობაზეც ალაპარაკდა.




ოფიციალური ვერსია


4 ნოემბერს საფრანგეთის პოლიციამ კარიმ ბენზემას მატიე ვალბუენას საქმეში ბრალი დასდო. ფრანგი თავდამსხმელი დასაკითხად პოლიციაში წაიყვანეს, სადაც მას 1 დღის გატარება მოუწია. დაკითხვის შემდეგ კარიმი მადრიდს დაუბრუნდა. 2 დღეში კი გაირკვა, რომ ბენზემა მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეში იყო გარეული.


პოლიციის ვერსიით 3 დამნაშავეს მატიე ვალბუენას ინტიმური ვიდეო ჰქონდათ. ისინი კარიმ ბენზემას მატიე ვალბუენას დასაშანტაჟებლად იყენებდნენ. სამმა დამნაშავემ ბენზემას ვალბუენასა და მათ შორის შუამავლობა შესთავაზა, რაზედაც ფრანგი ფორვარდისგან თანხმობა მიიღო. თუ პოლიციელები ამ ბრალდების დამტკიცებას ოფიციალურად შეძლებენ, კარიმს ციხეში 5 წლამდე მოუწევს ჩაჯდომა.


"კარგი სპორტსმენი ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ამ ადამიანისთვის ნაკრებში ადგილი არაა. ჩვენი ნაკრების მოთამაშეები ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითონი არიან, ასე რომ, მათ მხოლოდ მისაბაძი საქციელების ჩადენა მართებთ.", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.


5 რამ, რაც ბენზემას საქმესთან დაკავშირებით გავრცელდა:


1) ის უხდის ყოფილ პატიმარს იმიტომ, რომ "ის მასზე მუშაობს".

2) მან შანტაჟისტსა და ვალბუენას შორის შუამავლობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ "ვალბუენას დახმარებოდა".

3) ის ვალბუენას შანტაჟისტებთან მოლაპარაკების წარმოებას სთავაზობდა.

4) ის ამბობს, რომ ვალბუენას ვიდეო ნანახი ჰქონდა, თუმცა მატიემ პოლიციას უარყოფითი პასუხი გასცა.

5) მის გარშემო ბევრი კარიმია. მისი უახლოესი მეგობარის, კარიმ ზენატის გარდა, რომელიც ბენზემას მსგავსად ვალბუენას შანტაჟის საქმეში ამხილეს, ბენზემას აგენტიც კარიმია - კარიმ ჯაზირი.


ისტორიები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ...


შემდგომ პრესაში ბენზემასი და ვალბუენას შანტაჟისტის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა:


"მას პასუხი სწრაფად არ გაუცია. მე მას მივეცი სიტყვა, რომ ვიდეოს მეორე ასლი არ არსებობს. ის დაინტერესდა, ჩანდა თუ არა ვიდეოში მისი ტატუები. მე ვუთხარი, რომ ვიდეოში აბსოლუტურად ყველაფერი ჩანდა. მე, ამასთანავე, ვთქვი, რომ მსურდა, ყველაფერი შეწყვეტილიყო. შემიძლია, მოგცე მისი ნომერი, თუ შენ გსურს. მე ვუთხარი, რომ მას იმ შემთხვევაში ესტუმრებოდნენ ლიონში, თუ მას ყველაფრის დასრულება მოუნდებოდა", - სწორედ ეს უთხრა ბენზემამ ვალბუენას შანტაჟისტს.




თავად ვალბუენას კარიმის არ სჯერა - "ბენზემას სურდა, რომ მე მის მეგობარს შევხვედროდი, ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი. მას ფული არ უხსენებია, თუმცა მე სულელი არ ვარ. არავინ აკეთებს ასეთ საქმეს იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ფულს არ ეხება".


მატიე ვალბუენამ ისაუბრა იმაზეც, ითამაშებდა თუ არა ის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კარიმ ბენზემასთან ერთად - "გუნდის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დგას. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ნაკრებში ვითამაშებ თუ არა. თუმცა, ბენზემასთან ერთად თამაშისთვის მზად ვარ. ამის შემდგომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარი, რა თქმა უნდა, აღარ იქნება"


ვალბუენა ვიდეოს ნაწილს ითხოვდა, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ შანტაჟისტები მის ინტიმურ ვიდეოკადრებს მართლაც ფლობდნენ. თუცმა, დამნაშავეებმა ეს არ გააკეთეს.


რამდენიმე ხნის შემდეგ, ვალბუენას შანტაჟში კიდევ ორი ფეხბურთელი ჯიბრილ სისე და სამირ ნასრი ავლინეს.


კარიმ ბენზემა ამ რთული მდგომარეობიდან მისმა ადვოკატმა დაიხსნა, რომელმაც ფრანგი ფორვარდი პოლიციიდან უფასოდ, თავდებობით გამოაშვებინა.


ადვოკატმა ბენზემა ციხიდან დაისნა, თუმცა ნაკრებში ადგილი ვერ შეუნარჩუნა. დღეს, 10 დეკემბერს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კარიმ ბენზემა ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს...


წყარო: goal.ge

right_banner right_banner
არქივი
right_banner