logo_geo
eng_logo
კანადის პარლამენტმა „მაგნიტსკის აქტი“ დაამტკიცა
- +

5 ოქტომბერი. 2017. 10:36




კანადის პარლამენტმა დაამტკიცა ე.წ. მაგნიტსკის კანონის მსგავსი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ამგვარი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ვიზების გაუქმებას და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.


კანონი ერთხმად, 277 დეპუტატის მხარდაჭერით დამტკიცდა. პროცედურის თანახმად, კანონს ახლა მხარი სენატმა უნდა დაუჭიროს, ხოლო ამის შემდეგ, ის საბოლოოდ ძალაში ინგლისის დედოფლის ხელმოწერის შემდეგ შევა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner