logo_geo
eng_logo
ძველ 50-თეთრიან მონეტას გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება
- +

5 ოქტომბერი. 2017. 11:23



1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას 1 იანვრიდან გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება.


2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.


2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50-თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (მისამართი: თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი 72).


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამზადებული და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა მიმოქცევაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner