იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი მოსამართლეთა კონფერენციამ 213 ხმით აირჩია.
მეთოფიშვილის კანდიდატურა საბჭოს წევრობაზე საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა.
სერგო მეთოფიშვილმა მადლობა გადაუხადა მოსამართლეებს ნდობისთვის.
სერგო მეთოფიშვილი ბოლნისის მოსამართლედ მუშაობდა. იგი ახალი დანიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და გამოსაცდელ ვადაში იმყოფება.