logo_geo
eng_logo
თომას ფიცპატრიკი- მფრინავი, რომელმაც გართობის მიზნით, თვითმფრინავი ორჯერ გაიტაცა...
- +

14 აპრილი. 2016. 22:42


1956 წელს წარმოშობით ირლანდიელმა თომას ფიცპატრიკი დათვრა ერთერთ ნიუ-ოირკულ ბარში და დანიძლავდა, რომ შეძლებდა 15 წუთში ნიუ-ჯერსიდან იმ ბარამდე მიღწევას სადაც თავად იჯდა. ის გაემგზავრა ნიუ ჯერსიში, გაიტაცა პატარა თვითმფრინავი საავიაციო სკოლიდან და რადიოსა და განათების გარეშე ფრთხილად დაეშვა ბარის პირდაპირ.


ფიცპატრიკი შედარებით იოლად გამოვიდა ამ რთული სიტუაციიდან. მას ჩამოართვეს პილოტის ლიცენზია და დააჯარიმეს მხოლოდა 100 დოლარით, თვითმფრინავის პატრონმა მას არ წარუდგინა ბრალდება.


მომხდარ ფაქტს არ შეუშლია მისთვის ხელი გაემეორებინა იგივე დანაშაული 2 წლის შემდეგ . ამჯერად როცა თომასი ყვებოდა ამ ისტორიას მას არ დაუჯერა ბარმენმა. მან თავისი ისტორიის სიმდვილის დასამტკიცებლად კვლავ მოიპარა იგივე ავიასკოლიდან თვითმფრინავი და წარმატებულად დასვა ნიუ-იორკის ქუჩებში, თუმცა ამჯერად მას მიუსაჯეს ნახევარწლიანი პატიმრობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner