logo_geo
eng_logo
ასკოლდ ზაპაშნი: ამ წარმოდგენაზე დიდხანს ისაუბრებენ
- +

5 ოქტომბერი. 2017. 16:56

 

 

მოსკოვის სახელმწიფო ცირკი - „ძმები ზაპაშნები", მსოფლიოში აღიარებული შოუპროგრამით - UFO, ქართველი მაყურებლების წინაშე 11 ნოემბერს სპორტის სასახლეში წარსდგება. წარმოდგენის ნახვა ქართველ მაყურებელს მხოლოდ ერთ დღეს შეეძლება. 


„კვირას" კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა პრესკონფერენციაზე მოუწოდა კომპანიებსა და კერძო პირებს, ძმები ზაპაშნების წარმოდგენის სანახავად საკუთარი სახსრებით მიიწვიონ სოციალურად დაუცველი და შშმ პირები.  


„11 ნოემბერს სპორტის სასახლეში თბილისის მოსახლეობას ძალიან საინტერესო, ჯერარნახული შოუ ელის. ეს არის პროექტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია სახელწოდებით  UFO, მოსკოვის სახელმწიფო ცირკის მსახიობები - ძმები ზაპაშნები ქართველი მაყურებლის წინაშე უჩვეულო შოუპროგრამით წარსდგებიან. ეს შოუპროგრამა რამდენიმე წლის წინ დაიდგა ძმები ზაპაშნების მიერ. დღეს ჩვენი სტუმარი სწორედ ერთ-ერთი ძმა, ასკოლდ ზაპაშნია. საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად ასევე ჩამოსულია მთავარი მსახიობი, არტისტი, ჟონგლიორი, რომელიც ასევე გინესის რეკორდსმენია, რუდოლფ ლევინსკი. ეს არ არის უბრალოდ საცირკო წარმოდგენა, ეს არის წარმოდგენა, სადაც მისტიკურ სამყაროში ვითარდება სიუჟეტი. ძალიან საინტერესოა ის მომენტი, რომ სცენარში გამოყენებულია საავტორო მუსიკა, ასევე ექსკლუზიური დეკორაცია. რაც შეეხება თავად შოუს, მასში მონაწილეობს 90 არტისტი, დასი შერჩეულია ძალიან მკაცრად. აქ არიან მხოლოდ პროფესიონალი ჟონგლიორები. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დასი სხვადასხვა ქვეყნის მსახიობებით არის დაკომპლექტებული და მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც მონაწილეობენ.

 

საინფორმაციო პორტალი „კვირა" ძალიან ხშირად არის სხვადასხვა საქველმოქმედო კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებების მხარდამჭერი. ვისარგებლეთ შემთხვევით და საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენს მიერ განხორციელებული მიმართვა, რაც შემდეგში მდგომარეობს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ შოუ იყოს არა მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ბილეთები, არამედ, სხვადასხვა კომპანიებს, სახელმწიფო სტრუქტურებს და კერძო პირებს მივმართეთ და შევთავაზეთ, რომ შეიძინონ ბილეთები და დაპატიჟონ სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული პირები", - განაცხადა ანა ჩანგიანმა.


საინფორმაციო სააგენტო „კვირაში" გამართულ პრესკონფერენციაზე  ასკოლდ ზაპაშნიმ ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას ნახავს მაყურებელი წარმოდგენაზე.

 

„ვპირდები მაყურებელს, რომ ამ წარმოდგენაზე დიდხანს ისაუბრებენ. ჩვენ ეს პროგრამა წარვუდგინეთ ევროპის ბევრ ქვეყანას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ისტორია გასაგებია როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. აქ საუბარია უცხოპლანეტელებზე, ყველა მოქმედება ხდება უცხოპლანეტელების ხომალდზე. ჩვენ  ყველა რანგის მაყურებელს ვაძლევთ საშუალებას, თვითონ წარმოიდგინონ, რა ხდება სცენარში. ეს არის გასართობი შოუ, სადაც იუმორი პირველ ადგილზე დგას.  ამ შოუში არ არიან გამოყენებული ცხოველები. ეს არ იქნება ერთჯერადი წარმოდგენა, მაგრამ რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ ამ რეგიონის მაყურებელს, გადავწყვიტეთ, არ გაგვერთულებინა გასტროლი და დაგვეწყო ამ შოუთი", - განაცხადა ასკოლდ ზაპაშნიმ.

 

 



 

 

 


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner