logo_geo
eng_logo
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

5 ოქტომბერი. 2017. 17:07



თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ე.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017 წლის 18 ივნისს,  დაახლოებით 20:40 საათზე ე.ბ.-მ ქ.თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით გ.ზ.-ს გულმკერდის არეში  მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად გ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა.

 

ე.ბ.-ს 2017 წლის 26 ივნისს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა ე.ბ. 29 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.ბ.  დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  9  წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner