„ფსიქოლოგებმა შეამჩნიეს, რომ ადამიანის ცნობიერებაში საათის ისრის მიმართულება ასოცირდება დადებით განწყობასთან."- წერს „შემეცნებითი გვერდი."
ხმის ასაწევი აუდიოსისტემბში, მანქანის გასაღების გადატრიალება დაქოქვის დროს, ძველ ტელეფონებში დისკის მოძრაობის მიმართულება, კომპაქტ დისკის ბრუნვის მიმართულება და ბევრი სხვა ფუნქციონირებს საათის ისრის პრინციპით. იგივენაირად მოწყობილია რულეტი კაზინოში.
საათის ისრის მიმართულება იწვევს ადამიანში ზრდის, მატების, წინსვლის შეგრძნებას.
საინტერესოა საიდან წარმოიშვა საათის ისრის მიმართულება.
პირველი მექანიკური საათი შეიქმნა შუა საუკუნეებში, მანამდე კი ადამიანი სარგებლობდა მზის საათით. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კი მზის საათის ჩრდილი მოძრაობდა ზუსტად ამ მიმართულებით, რომელმაც მოგვიანებით გადაინაცვლა მექანიკურ საათში.