logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ეს არის საუკუნის პროექტი
- +

5 ოქტომბერი. 2017. 17:12



„TV პირველის" გადაცემა „პოლიტმეტრში" „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ პროექტ „პანორამა თბილისზე" ისაუბრა. მისი თქმით, თანაინვესტირების ფონდთან ერთად ხორციელდება საუკუნის პროექტი, რომელიც გახდება ყველასათვის მიმზიდველი სარეკრეაციო ზონა.


„ჩვენი თანაქალაქელებისთვის, დედაქალაქში მცხოვრებლებისთვის, სტუმრებისთვის, კეთდება ახალი, გამწვანებული რეკრეაციული ზონა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს, დაისვენოს, გაერთოს, როგორც მთაწმინდის და ვაკის პარკია, ოღონდ ორჯერ უფრო დიდი. ჩვენ თანაინვესტრების ფონდთან ერთად ვაკეთებთ იმას, რომ ეს ტერიტორია გახდეს ერთ-ერთი მიმზიდველი მწვანე კერა. გაკეთდება ველობილიკები, ჩოგბურთის კორტები, ხელოვნური ტბები, გოლფის მოედანი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაისვენოს, ამიტომ იქ მშენებლობა გამორიცხულია, თუ არ ჩავთვლით ერთსართულიან საოფისე შენობას", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ირაკლი ზარქუამ აქვე დასძინა, რომ კომპანიამ აიღო ვალდებულება, რის მიხედვით აღნიშნულ პროექტში ჩაიდება 60 მლნ დოლარი.


„რაც შეეხება დამატებით მოთხოვნილ ტერიტორიას, მოგეხსენებათ, კომპანიას აქვს 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია და დამატებით მოითხოვა 5 000 კვადრატული საირიგაციო სისტემების მოსაწყოად, რადგან მტკვრიდან უნდა მოირწყოს 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და ბოტანიკური ბაღის ნაწილიც, რომელიც დღემდე ვერ ირწყვება და გახრიოკდა ამის გამო. 11 000 ხიდან 5 000 მოსაჭრელია, დაავადების გამო. კომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ ჩადებს 60 მლნ-ს და გაორმაგდება ხეების რაოდენობა. „ნაციონალური მოძრაობა" ასეთ წარმატებულ პროექტებს ვერ ეგუება, ამიტომ აპელირებს ასეთ თემებზე", -  განაცხადა ირაკლი ზარქუამ.    








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner