logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: მეც შევიტანე გარკვეული წვლილი სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟში...
- +

5 ოქტომბერი. 2017. 18:49



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა „საერთო გაზეთთან" საუბარში იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა იგი იძულებით პოლიტიკურ ემიგრაციაში გახიზნა.


„მართალია, ჩემს მიმართ სს-ის საქმე არ აღუძრავთ, მაგრამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, ვგულისხმობ პოლიტიკური პროცესების შეჩერებას, იძულებული გავხდი, საქართველოდან წავსულიყავი", - აცხადებს ირაკლი გოგავა.


ინტერვიუში ირაკლი გოგავა იხსენებს საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდს და თავის მოღვაწეობას.


„ვმუშაობდი უკრაინის პრეზიდენტ იუშჩენკოსთან კონსულტანტად, ვიმუშავე ერაყსა და იორდანიაში რეფორმების სფეროში, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ერთ-ერთ პროგრამის დირექტორად, ასევე სხვა რამდენიმე ამერიკულ ფირმასა და არასამთავრობო ორგანიზაციაშიც. 2011 წელს შემოთავაზება მქონდა ამერიკული ფირმიდან, ბილეთები უკვე ნაყიდი მქონდა ვაშინგტონში გასამგზავრებლად, როცა გამოქვეყნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ცნობილი წერილი. მივხვდი, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება იცვლებოდა, ჩვენს ერს შანსი მიეცა, დიქტატორი თავიდან მოეშორებინა", - განაცხადა ირაკლი გოგავა.


ირაკლი გოგავამ აქვე დასძინა, რომ მან ჩამოიყვანა ამერიკიდან ობიექტური დამკვირვებლები, რომლებიც ათი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ სხვადასხვა რეგიონში და აგროვებდნენ ობიექტურ ინფორმაციას და ანალიზს აგზავნიდნენ დაახლოებით 5 000 რესპონდენტთან, პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან მთელ მსოფლიოში.


„გარდა ამისა, 2012 წლის აგვისტოში სამი კვირა გავატარე ამერიკის კონგრესში, შევხვდი კონგრესმენებსა და სენატორებს, ათეულობით მკვლევარს, აპარატის ადმინისტრაციების უფროსებს, მათ შორის, კონგრესის სპიკერსა და მისი აპარატის უფროსს და გავაცანი ის რეალობა, რაც საქართველოში იყო. ბევრმა მათგანმა გაკვირვებაც კი გამოხატა, რადგან არ ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე, იმ დიქტატურაზე, რაც აქ მძვინვარებდა. ასე რომ, მეც შევიტანე გარკვეული წვლილი სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟში", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner