logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: 2003 წელს საქართველომ მეორეჯერ შეწყვიტა ევოლუციური განვითარების ფაზა
- +

5 ოქტომბერი. 2017. 18:52



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა „საერთო გაზეთთან" საუბარში იხსენებს 2003 წლის ნოემბრის პერიოდს, რა დროსაც სააკაშვილის გუნდში დიდი ფული ჩაიდო, რომლითაც მან დაიქირავა ხალხი და მოაწყო ვითომდა ხავერდოვანი რევოლუცია.


„სააკაშვილის მთელი საარჩევნო კამპანია ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ კუნთმაგარი ბიჭებისგან შექმნა 500-კაციანი ნახევრად შეიარაღებული ფორმირება, რომელთან ერთადაც დადიოდა რეგიონებში და ცემა-ტყეპას მართავდა. ეს ჟურნალისტებისთვის შესანიშნავი „საკვები" იყო და სააკაშვილი ხდებოდა დღის ამბების მთავარი გმირი. ვერ ვიტყვი, რომ მან ამით რეიტინგი შეიქმნა, მაგრამ აშკარად შეიქმნა ფონი, რომ სააკაშვილია ყველაზე რადიკალურად დაპირისპირებული ხელისუფლებასთან და ის არის, ასე ვთქვათ, მთავარი ოპოზიცია. რაც შეეხება სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას, არის მოსაზრება, რომ ისინი დასავლეთმა დააფინანსა. ეს არ არის მართალი, თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთის ქვეყნები, კონკრეტულად კი აშშ, პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ პროცესებს არ აფინანსებენ, ასე რომ, ეს არც ამერიკული ფული იყო და არც დასავლეთევროპული. ამ ფულის გარკვეული ნაწილი, შეიძლებოდა რუსული ან რუსეთში ნაშოვნი ყოფილიყო, იკვეთებოდა კავშირები იგორ გიორგაძესთან და რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებთან", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

 

ირაკლი გოგავა აქვე დასძენს, რომ ამერიკელები მოითხოვდნენ მაშინდელი ოპოზიციისგან, კერძოდ, სააკაშვილისა და ჟვანიასგან, რომ შეეწყვიტათ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნა, დალოდებოდნენ არჩევნებს და სამართლებრივ ჩარჩოებში წაეყვანათ პროცესი.

 

„რევოლუციის სპონსორებისთვის ეს მიუღებელი იქნა, ამიტომ მან მკაფიო დავალება გასცა, რომ პროცესი ბოლომდე მიეყვანათ და სახელმწიფო გადატრიალებით დაესრულებინათ. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი გადატრიალება, სააკაშვილის მომხრეების დაახლოებით 600-კაციანი შეიარაღებული რაზმი ჩასაფრებული იყო  პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. სოციალ-დემოკრატების ოფისში. თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებდა, ეს რაზმი მზად იყო, სროლა აეტეხა. გარდა ამისა, პარლამენტში შემოჭრილ ადამიანებსაც ჰქონდათ იარაღი", - აცხადებს ირაკლი გოგავა.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner