საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას" მეორე ტური არ დასჭირდება.
„ყველა მონაცემით მიგვაჩნია, რომ მეორე ტური არ უნდა დაგვჭირდეს. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 21 ოქტომბერს „ქართული ოცნების" შტაბმა ზეიმი დაიწყოს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.