logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩემი პოზიცია იქნება, რომ GEM Fest-ი არ დავაფინანსოთ!
- +

5 ოქტომბერი. 2017. 22:54



ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება. როგორც გახარიამ აღნიშნა, 2018 წელსაც გაგრძელდება ტურიზმის მხარდაჭერა, თუმცა რა სახის პროგრამებით მოხდება ეს, მოგვიანებით დაზუსტდება.


„ამ პროექტის ფარგლებში კერძო სექტორის მონაწილეობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ადრე არ იყო, წელს გაჩნდა. ჩვენი ამოცანა მარტივია, რომ Check in Georgia-სა და მსგავს პროგრამებში შემცირდეს სახელმწიფოს და გაიზარდოს კერძო სექტორის წილი, რასაც ვაკეთებთ. ჩემი პოზიცია იქნება, რომ არ დავაფინანსოთ GEM Fest-ი", - განაცხადა გახარიამ.


კითხვაზე, მიმდინარე წელს GEM Fest-ისთვის რატომ გამოიყო 4 მილიონი ლარი, როცა თავიდან 1 900 000 ლარი იყო გაწერილი, გიორგი გახარიას შეფასებით, „ეს იყო მენეჯმენტის ხარვეზები".









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner