„შემეცნებთი გვერდი" 6 ხელის ჩამორთმევის თეორიის შესახებ წერს:
უნგრელმა მწერალმა ფრიდეშ კარინტიმ 1929 წელს თავის მოთხრობაში "ჯაჭვის რგოლები". მოგვიანებით ამირიკელმა სოციოლოგმა სტენლი მილგრამმა (Stanley Milgram) ადამიანებს შორის არსებული კავშირების შესწავლა გადაწყვიტა და ყველასთვის მოულოდნელი დასკვნები გააკეთა. ამერიკის ერთ-ერთი პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს მილგრამმა და მისმა კოლეგებმა 300 კონვერტი დაურიგეს. ამ კონვერტების ადრესატები სხვა ქალაქებში მცხოვრები, კონკრეტული პიროვნებები იყვნენ. ექსპერიმენტის პირობების თანახმად კონვერტების ფოსტით გაგზავნა არ შეიძლებოდა, დაშვებული იყო კონვერტების მხოლოდ ნაცნობების და ახლობლებისთვის გადაცემა. კონვერტის გზა ერთი ადამიანიდან სულ სხვა ქალაქში მცხოვრები მეორე ადამიანამდე ძალზე მოკლე აღმოჩნდა. ასე დაიბადა პატარა სამყაროს ან ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია. შემდეგმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებულ ნებისმიერ კონკრეტულ ადამიანს მეორესგან საშუალოდ სულ რაღაც ექვსი ხელის ჩამორთმევა აშორებს. ანუ მე თქვენგან, ისევე, როგორც ამერიკის პრეზიდენტისგან, სავარაუდოდ, დაახლოებით ექვსი საერთო ნაცნობი მაშორებს.
დღესაც ბევრი ექსპერიმენტი ტარდება ამ თეორიის დასამტკიცებლად. ამის ყველაზე საუკეთესო საშუალება თანამედროვე სოციალური ქსელებია.
მაგრამ საინტერესოა, რომ ამ თეორიის ნამდვილი ავტორი არც ფანტასტია, არც მათემატიკოსია, არც სოციოლოგია.ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რადიოს გამომგონებელმა გულიელმო მარკონიმ განაცხადა , რომ მან შესძლო რადიოს მეშვეობით ტექსტური შეტყობინების გადაცემა 2500 კმ.-ზე. აქედან გამომდინარე მან დაითვალა, რომ მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანის ტექსტური შეტყობინების სხვა ნებისმიერ ადამიანამდე გასაგზავნად საკმარისია მხოლოდ 6 (უფრო ზუსტად კი 5.83) რადიოგადამცემი. საოცარია, მაგრამ ეს რიცხვი აღმოჩნდა ზუსტი სხვა ნებისმიერი კავშირის დროსაც კი.