logo_geo
eng_logo
გერმანიაში შტორმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
- +

6 ოქტომბერი. 2017. 00:21



Deutsche Welle წერს, რომ გერმანიაში შტორმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.  ქალაქ ჰამბურგში ხე ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც 1 ქალი დაიღუპა, კიდევ 1 კი დაშავდა. ანალოგიურ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა ნოი-კარშტედშიც. დანარჩენი 2 კი ბრანდენბურგის მიწაზე დაიღუპა.


გამოცემა Bild-ის ცნობით, კი სტიქიამ გერმანიაში 6 ადამიანი იმსხვერპლა. კომპანია Deutsche Bahn-მა ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ რეგიონში მატარებელების გადაადგილება შეაჩერა.


საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner