Deutsche Welle წერს, რომ გერმანიაში შტორმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ჰამბურგში ხე ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც 1 ქალი დაიღუპა, კიდევ 1 კი დაშავდა. ანალოგიურ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა ნოი-კარშტედშიც. დანარჩენი 2 კი ბრანდენბურგის მიწაზე დაიღუპა.
გამოცემა Bild-ის ცნობით, კი სტიქიამ გერმანიაში 6 ადამიანი იმსხვერპლა. კომპანია Deutsche Bahn-მა ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ რეგიონში მატარებელების გადაადგილება შეაჩერა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.