logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები დაწესდება!
- +

15 აპრილი. 2016. 03:16


ჟურნალისტების კითხვაზე, მუშაობს თუ არა შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციტივაზე, გამკაცრდეს თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადილებში სერგეენკომ უპასუხა, რომ სამინისტრომ ნაწილობრივ დაასრულა პროექტზე მუშაობა, ტექნიკური საკითხებია დასაზუსტებელი და მალე რეგულაციები ამოქმედდება.

 

"თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი არსებობდა, თუ არ ვცდები 2010 წლიდან. არ იყო განსაზღვრული ამ კონტროლის ადმინისტრირების საკითხები. ამ მხრივ რამდენიმე ათეული, შეიძლება 100-მდე საკითხი იყო დასაზუსტებელი: ვის, როგორ, გარდამავალი შეზღუდვა, ნაწილობრივი შეზღუდვა და .. უკლებლივ ყველას გაეცა პასუხი, რჩება 2 ტექნიკური საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, მალე დასრულდება მუშაობა და ეს რეგუილირება უკვე ამოქმედდება",- აცხადებს დავით სერგეენკო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner