logo_geo
eng_logo
დაბა კაზრეთში მინი-ფეხბურთის ტურნირი „არემჯის თასი 2017“ დასრულდა
- +

6 ოქტომბერი. 2017. 14:16



5 სექტემბერს დაბა კაზრეთში მინი-ფეხბურთის ტუნირი „არემჯის თასი 2017"-ის ფინალური შეხვედრები გაიმართა.


დაძაბული და უხვგოლიანი ფინალი, რომელშიც „126-ე" და „99-ე" ეჯიბრებოდნენ, პირველის გამარჯვებით დასრულდა. საპატიო მე-3 ადგილი ტურნირის დებიუტანტებს - „პატარა ბიჭებს" ერგოთ.


პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდო და „არემჯის თასი" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ გადასცა და მოთამაშეებს წარმატება უსურვა. ტურნირის 5 საუკეთესო მოთამაშეს კომპანიის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა წარმოების დირექტორმა კობა მენაბდიშვილმა.


ფინალურ შეხვედრებს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ „სიონის" მოთამაშეები ესწრებოდნენ. გუნდის კაპიტანმა ჯაბა დვალმა და ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძემ პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცეს. კლუბის წარმომადგენლებმა ფინალურ შეხვედრაში „სიონის რჩეულიც" გამოავლინეს. ლევან ფოლადიშვილს კლუბის გენერალურმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.


ტრადიციად ქცეული ტურნირი, რომელსაც „არემჯი" უკვე ოთხი წელია უწევს ორგანიზებას საზეიმოდ დაიხურა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეგიონში სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა „არემჯის" სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.





 

 

 

 

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner