logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: საბედნიეროდ, თქვენ სინამდვილეს ვეღარ აკონტროლებთ, დღეს სინამდვილე თავისუფალია!
- +

6 ოქტომბერი. 2017. 15:37



„საკუთარ მეხსიერებაზე გამარჯვებული, ნაძალადევი ჰამქრების უნიჭო პროტესტი", - წერს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წლებია, ჩვენ გვაძალებენ, დავივიწყოთ წარსული და არ ვისაუბროთ რეალობაზე, რომელიც მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე არ დარჩენილა, ის ადამიანების ყოველდღიურობას დღესაც გასდევს და ტვირთად აწევს.

 

ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სტანდარტები და მაგალითები შესადარებლად, ჩვენ გვაქვს ემპირიული ცოდნა საპირისპიროს არსებობაზე.

 

შეურაცხმყოფელია, როდესაც მოსახლეობას ესაუბრები მითვისებულ მიწებზე მაშინ, როდესაც შენს საუბარს ფონად საკუთარი სახლებიდან საწოლებით გამოძევებული ადამიანების განწირული ხმა გასდევს, როდესაც შენი პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ ძალადობასთან ასოცირდება.

 

აბსურდულია, ჰუმანურობაზე თავს დებდე, ამავდროულად კი ტრაქტორის პატიოსან მძღოლს ჩაგრავდე და ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს უსირცხვილოდ ატყუებდე პოპულისტური ლოზუნგებით.

 

გროტესკულია, როდესაც ემოციას სხვა ადამიანები გკარნახობენ! ემოციები სუფლიორიდან არ იკითხება!

 

საბედნიეროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში თეთრი - თეთრია, შავი - შავი! სიკეთე - სიკეთეა, ბოროტება - კი ბოროტებაა!

 

აღარავინ დაიჯერებს, რომ უსიცოცხლო ტერიტორიაზე დახარჯული მილიონობით ლარი დანაშაულია!

 

აღარავინ დაიჯერებს, რომ ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი ქალაქისთვის ზიანის მომტანია!

 

აღარავინ დაიჯერებს, რომ კაცი, რომელიც წლებია თბილისის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს უვლის, აცოცხლებს და ინახავს, ამავდროულად მწვანე ნარგავებს ანადგურებს!

 

აღარავინ დაიჯერებს, რომ კაცი, რომელმაც რამდენიმე მილიარდი ქვეყნის კეთილდღეობისთვის უანგაროდ დახარჯა, საქართველოს მუშტრის თვალით უყურებს!

 

აღარავინ დაიჯერებს თქვენს პოპულიზმს, რადგან თქვენ ყველაზე არაადამიანური პოლიტიკის შემქმნელები ხართ!

 

თქვენ არ გჯერათ ქვეყნის უანგარო სიყვარულის, რადგან თქვენ ხელისუფლებაში მოსვლამდე ნულის ქვემოთ საზოგადოებრივი და მატერიალური კაპიტალი გაგაჩნდათ, მალევე კი თქვენ ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლების და ქვეყნის ტერიტორიების გასხვისების ხარჯზე გამდიდრდით!

 

საბედნიეროდ, თქვენ სინამდვილეს ვეღარ აკონტროლებთ, დღეს სინამდვილე თავისუფალია!" - წერს შაქარიშვილი.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner