რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტის სასახლეში „პირდაპირი ხაზის" მეშვეობით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პუტინის განცხადებით, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობასთან რუსეთს კეთილმეგობრული ურთიერთობები აქვს. მისივე თქმით, მოსკოვს კარგი ურთიერთობები აქვს მეზობლებთანაც.
„ჩვენ გვაქვს პრობლემები ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწესთან, რომელთა ქცევებსაც არაადეკვატურად მივიჩნევთ და მათზე შესაბამისად ვრეაგირებთ", - განაცხადა პუტინმა.
კითხვაზე - ერდოღანი და პოროშენკო რომ იხრჩობოდნენ, რომელს გადაარჩენდა პირველს? - პუტინი პასუხობს:
„თუ დახრჩობა გადაწყვიტეს, ვეღარავინ გადაარჩენს, თუმცა, ჩვენ მზად ვართ, დახმარებისა და მეგობრობის ხელი გავუწოდოთ ყველა ჩვენს პარტნიორს, თუკი ის ამას მოისურვებს".