logo_geo
eng_logo
იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას 9 ადამიანი ემსხვერპლა
- +

15 აპრილი. 2016. 10:35



იაპონიაში, ქალაქ კუმამოტოს აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. დაშავებულია ასობით ადამიანი. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, განმეორებითმა კი - 6.4.



ინციდენტის გამო 44 000-ზე მეტი ადამიანი სკოლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში გადაიყვანეს. ბევრმა მოქალაქემ კი, სიცივის მიუხედავად, ღამის გატარება ქუჩაში ამჯობინა.



იაპონიის მასშტაბით, მობილიზებულია 3000-ზე მეტი სამხედრო, პოლიციელი და მეხანძრე. ისინი იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც ჯერ კიდევ შველას საჭიროებენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner