შვეიცარიულ-ქართული კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო" რაჭის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას აგრძელებს. მეცხოველეობის განვითარების პროექტის ფარგლებში ამბროლაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ სხვავაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც 60 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის ასაშენებლად 95 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
პროექტის მხარდასაჭერად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ადგილობრივ ფერმერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით გადასცა.
ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის დარგის განვითარებისა და მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნებისთვის.