logo_geo
eng_logo
სასამართლომ დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
- +

6 ოქტომბერი. 2017. 17:47



რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 21:20 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.კ.-მ ქ.გარდაბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 14 წლის შვილიშვილის თანდასწრებით დედას სცემა და ბლაგვი საგნებით დაზიანებები მიაყენა. ვ.კ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

 

სამართალდამცველებმა  ვ.კ. პირველ აგვისტოს ქ. გარდაბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner