„თუ ბიძინა ივანიშვილი მომავალ ხელისუფლებაში ჭკვიან და ეროვნულ ხალხს აქა-იქ მაინც ჩართავს, ღმერთი მასაც უშველის და მის მიერ გადარგულ მრავალტანჯულ ხესაც", - ამ განცხადებას კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აკეთებს და ამბობს, რომ ეს ხე მას ქვეყნის გადარჩენის სიმბოლოდ მიაჩნია.
„ბიძინა ივანიშვილმა ერთი უზარმაზარი საქმე ახლაც გააკეთა - მეოცნებეთა განწირული გემიდან რესპუბლიკური ნაგავი პირდაპირ შუა ზღვაში მოისროლა.
ახლა ბიძინა ივანიშვილი იმდენსაც თუ იზამს, რომ მომავალ ხელისუფლებაში ჭკვიან და ეროვნულ ხალხს ჩართავს, ღმერთი მასაც უშველის და მის მიერ გადარგულ ხესაც, რომელიც მე ჩვენი ქვეყნის გადარჩენის სიმბოლოდ მიმაჩნია", - ამბობს წივწივაძე.