logo_geo
eng_logo
ნინო გუგეშაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ახალი თაობის ალისტრახოები გამოუშვა - სტუდიის ალისტრახო…
- +

6 ოქტომბერი. 2017. 17:51


 

„ნაცმოძრაობამ" ახალი თაობის ალისტრახოები გამოუშვა - სტუდიის ალისტრახო და ყველა, ვინც ესენი გააბლატავა, იმსახურებს იმას, რომ 24 საათი მეგი გოცირიძესთან და სხვა ალისტრახოებთან ერთად გამოკეტო სტუდიაში და გასაქცევი კარი დააბოქლომო", -ასე გამოეხმაურა მწერალი ნინო გუგეშაშვილი „რუსთავი 2" -ის ეთერში 2 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს.


„სტუდიის ალისტრახოს ევალება, დადგეს მეხსიერების სადარაჯოზე და „ნაცმოძრაობის" ცოდვების ის შემორჩენილი ნაფლეთებიც წაშალოს ხალხის თვალში და მეხსიერებაში, რომლებიც „წარმატებული" კოჰაბიტაციის წყალობით თანდათან გაილია ტალახიანი თოვლივით. და თუ ვინმე გაბედავს და შეახსენებს „ნაცმოძრაობას", რომ ისინი პატიმრებს აწამებდნენ, ბიჭებს ქუჩაში ხვრეტდნენ, ბიზნესს აყაჩაღებდნენ, ანტენებს აყადაღებდნენ, ფარულ ჩანაწერებს კასრებში მალავდნენ და ა.შ. სტუდიის ალისტრახომ, უზრდელობის და უტიფრობის ბრწყინვალე ნიჭით გამორჩეულმა, ეს ბრალდებები იქით უნდა გადააბრალოს მას, მისი ოჯახის წევრებს, შვილებს, ქმრებს და შვილიშვილებს, უნდა გაგვათანაბროს ყველა სიბინძურეში, ეს ყველაფერი იმდენად უტიფრად უნდა გააკეთოს, რომ მოდებატემ ვერ გაუძლოს და სტუდიიდან გაიქცეს, სტუდიის ალისტრახო კი დაემუქროს, სადაც წახვალ, იქ მოვალ და წამოგაძახებო, შენ თუ იმას გაიხსენებ, მე ამას გაგიხსენებო.

 

- ყველა, ვინც სტუდიის ალისტრახოსთან დებატში ჯდება, ერთ ფრაზას მახსენებს ერთი ფილმიდან - „შენც კაი ვინმე ხარ, აბესალომ, რო მიძვრებოდი, სად მიძვრებოდი?"

 

- ყველა, ვინც ამ ალისტრახოებს იწვევს ეთერში, ოღონდაც რეიტინგი „დაწეროს", იმსახურებს იმას, რომ ყველა გაექცეს სტუდიიდან და მხოლოდ ალისტრახო შერჩეს.

 

- ყველა, ვინც ესენი თავიდან გააბლატავა, იმსახურებს იმას, რომ 24 საათი მეგი გოცირიძესთან და სხვა ალისტრახოებთან ერთად გამოკეტო სტუდიაში და გასაქცევი კარი დააბოქლომო საიმედოდ და სამუდამოდ.

 

 

მშვიდობაში ერთმანეთი!"- წერს ნინო გუგეშაშვილი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner