ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ არიევის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან გადადგა.
„მან გადაწყვიტა, ორშაბათისთვის დაგეგმილ ფინალურ კენჭისყრას აღარ დაელოდოს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიმიზეზა. ვულოცავ ყველას, ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა", - წერს ვლადიმირ არიევი „facebook"-გვერდზე.