logo_geo
eng_logo
სასამართლომ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა
- +

6 ოქტომბერი. 2017. 18:03

 

 

სასამართლომ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.


მოსამართლემ საკმარისად არ მიიჩნია დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.


პროცესი 16 ოქტომბრამდე გადაიდო.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner