logo_geo
eng_logo
ლევან ხუციშვილი: დამავალეს ხარძიანის ცემა, თუმცა, იმის გამო, რომ არ ვცემე, სანაცვლოდ მე გამისწორდნენ
- +

6 ოქტომბერი. 2017. 18:38

 


„მე დამავალეს ხარძიანის ცემა, თუმცა, იმის გამო, რომ არ ვცემე, სანაცვლოდ მე გამისწორდნენ", - ამის შესახებ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმემ, ლევან ხუციშვილმა განაცხადა.


მოწმის თქმით, ის ბესიკ ხარძიანთან ერთად ციხის ადმინისტრაციამ ერთ კამერაში ჩასვა, რათა ხარძიანისთვის ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა.


ლევან ხუციშვილის თქმით, მან საკანში ყოფნის დროს ხარძიანს საქმის ვითარება გააცნო და შეუთანხმდა, რომ თავის გადასარჩენად მისთვის ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა. თუმცა, მოწმის თქმით, ამ საუბრის დასასრულ საკანში შევიდა ვიქტორ ყაჭეიშვილი და უსაყვედურა, თუ რატომ მოუყვა ხარძიანს მისი ცემის ამბავი. მოწმის მტკიცებით, საუბარი ციხის ადმინისტრაციამ საკანში დამონტაჟებული კამერით შეიტყო, რის შემდეგაც ხარძიანიც და თავადაც ადმინისტრაციამ ფიზიკურად დასაჯა.












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner