logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ეს რესურსი ხალხის კეთილდღეობისაკენ იქნება მიმართული
- +

6 ოქტომბერი. 2017. 19:16



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში, ბორჯომის რაიონში  ჯანდაცვის და განათლების სფეროებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა.


„დღეს ადამიანს ოპერაციის გასაკეთებლად ბინის გაყიდვა არ სჭირდება. ბორჯომის მოსახლეობას შეუძლია, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მივიდნენ და თანადაფინანსება სრულად მიიღონ ისე, რომ არც ერთი თეთრი არ დაეხარჯოს.

 

როდესაც დეპუტატი გავხდი, მქონდა ერთ-ერთ ოჯახთან ურთიერთობა, რომელშიც 4 ადამიანი ცხოვრობდა და ოთხივეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. როდესაც ერთ-ერთს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, ბინა იპოთეკაში ჩადეს, რადგან ოჯახს არჩევანის საშუალება არ ჰქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ბინაც გადაგვერჩინა მათთვის და შემდგომ ოჯახის ოთხივე წევრს საჭიროებისამებრ მაქსიმალური სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

 

მეორე საკითხი, რომელიც შემიძლია აღვნიშნო, ის არის, რომ რაიონული სკოლებისთვის მნიშვნელოვანია უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, ეს სკოლებისთვის სასწავლო წლის დაწყებისას ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომელიც სასწავლო პროცესს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებდა.

 

სხვა კიდევ უამრავი რამ შემიძლია ჩამოვთვალო ბორჯომთან მიმართებაში... 2003 წელს, როდესაც ბორჯომის გამგებელი ვიყავი, 5 მილიონი იყო ბიუჯეტი, ახლა 22 მილიონამდეა გაზრდილი და თუ მუნიციპალიტეტში იქნებიან ადამიანები, რომლებსაც სწორად წარმოუდგენიათ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რესურსი ხალხის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

 










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner