კიევისა და ვაშინგტონის თანამშრომლობის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აშშ უკრაინას მორიგ ტრანშს გადასცემს. კიევი ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.
„პრეზიდენტმა პოროშენკომ აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება რეფორმებს გააგრძელებს, აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მინსკის შეთანხმებებს შეასრულებს", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.