logo_geo
eng_logo
აშშ უკრაინას ერთ მილიარდს დოლარს გამოუყოფს
- +

15 აპრილი. 2016. 11:04



კიევისა და ვაშინგტონის თანამშრომლობის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.


უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აშშ უკრაინას მორიგ ტრანშს გადასცემს. კიევი ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.



პრეზიდენტმა პოროშენკომ აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება რეფორმებს გააგრძელებს, აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მინსკის შეთანხმებებს შეასრულებს", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner