ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti" გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, 7 ოქტომბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa" 12:00 საათიდან სხვადსხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, გაიმართება რთველი, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებისა და ფესტივალის სტუმრების მონაწილეობით, მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია, გაიმართება SPAGHETTI SWING" შოუ; დაგეგმილია ღვინის დაწურვა და ჭაჭის გამოხდა. 19:00 საათზე მულტიინსტუმენტალისტი ადამ ბენ ეზრა კონცერტს გამართავს. ოდნავ მოგვიანებით, კი 21:00 საათზე, ლოპოტაზე შეკრებილი მსმენელის წინაშე ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე რაულ მიდონი, საკუთარ ტრიოსთან ერთად წარდგება. დღის ბოლოსთვის, სტუმრების განწყობაზე დიჯეი მაჩაიძე იზრუნებს.
ფესტივალი „Jazz and Wine Kakheti" წელს პირველად იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ღებულობენ. მათ შორის არიან - ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის იაკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო, ასევე ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა (ისრაელი) და მხიარული და „გემრიელი შოუს" წარმდგენი იტალიური ბენდი „სპაგეტი სვინგი" (Spaghetti Swing).
ფესტივალის პროგრამა:
7 ოქტომბერი:
12:00 საათი - რთველი და ღვინის დეგუსტაცია;
12:00-14:00 საათი - „SPAGHETTI SWING" შოუ;
14:00 საათი - ღვინის დაწურვა და ჭაჭის გამოხდა,
16:00 საათი - დიჯეი მაჩაიძე;
19:00 საათი - ADAM BEN EZRA_ს კონცერტი;
21:00 საათი - RAUL MIDON TRIO_ს კონცერტი;
00:00 საათი - დიჯეი მაჩაიძე.
ფესტივალის წარმდგენი:
ფესტივალის ორგანიზატორი:
ინფორმაცია მუსიკოსების შესახებ
რაულ მიდონის ტრიო
ლეგენდალური გიტარისტი და მომღერალი რაულ მიდონი და მისი ტრიო უნიკალური საშემსრულებლო სტილით გამოირჩევა. ჯაზი, ბლიუზი, ფოლკი - მუსიკოსი თავის ტრიოსთან ერთად სხვადასხვა ჟანრში მსმენელს უნიკალურ და ინოვაციურ მუსიკას სთავაზობს. 1999 წლიდან დღემდე, მიდონს არაერთი ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი, სახელწოდებით „Bad Ass and Blind", მუსიკოსმა 2017 წელს გამოუშვა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაულ მიდონის კარიერაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ჯონ კოლტრეინი, ჯორჯ ბენსონი, მაილს დევისი, ფრენკ ზაპა და სხვა.
https://www.youtube.com/watch?v=uHqQmSrYzqE
იაკობ კარლზონის ტრიო
იაკობ კარლზონი - „მიყვარს ჯაზი, რადგან მიყვარს იმპროვიზაცია, რაც გეხმარება უშუალო კავშირი დაამყარო მსმენელთან. ასეთ დროს ემოციებისა და გრძნობების გაცვლა ხდება. ყოველი კონცერტი ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და სიახლეა." შვედი პიანისტი და კომპოზიტორი იაკობ კარლზონი ადვილად ახერხებს შექმნას მუსიკა - თანამედროვეობისა და მშობლიური, შვედური ფოლკლორის სინთეზით. მუსიკოსი ოსტატურად აერთიანებს ჯაზის, პოპის, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის განსხვავებულ ჟანრებს. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, მას ცხრა ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო ალბომი სახელწოდებით „ONE" 2015 წელს გამოვიდა. 2010 წელს, მუსიკოსი შვედეთის საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლად დაასახელეს. ბოლო რამდენიმე წელია, იაკობ კარლზონი ტურნეებს მართავს ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქალაქში.
https://www.youtube.com/watch?v=GtkjxDmj7NY
ადამ ბენ ეზრა - "მუსიკოსი Youtube"-იდან
ფენომენალური მუსიკოსი - ასე აფასებენ მუსიკის კრიტიკოსები კონტრაბასისტსა და მულტიინსტრუმენტალისტს ადამ ბენ ეზრას. ფართო საზოგადოებამ ის "Youtube"-ის საშუალებით გაიცნო, სადაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი ვიდეოკლიპების ატვირთვა დაიწყო. სწორედ ამიტომ შეარქვეს ადამ ბენ ეზრას მეტსახელად "მუსიკოსი Youtube"-იდან. დღეისათვის ეზრას უკვე რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. პოპულარობის ზრდასთან ერთად, მუსიკოსმა ინტერნეტ სივრციდან ნამდვილ სცენაზე გადაინაცვლა და ევროპული და ამერიკული ტურნეები მოაწყო.
ადამ ბენ ეზრას შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის ცნობილმა წარმომადგენლებმა - მათ შორის ბახმა, სტინგმა, ბობი მაკფერინმა და ჩიკ კორეამ. კლასიკური ინსტრუმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით, ის ახალ სიტყვას ამბობს მუსიკალურ სამყაროში.
ადამ ბენ ეზრას სადებიუტო სტუდიური ალბომი „Сan't Stop Running" რამდენიმე წლის წინ გამოიცა. ალბომში შესულია 12 კომპოზიცია, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის, მათ შორის არგენტინული ტანგოს, ფლამენკოს, როკისა და პოპის ელემენტებით.
https://www.youtube.com/watch?v=TIq0uHWeoBo
„სპაგეტი სვინგი" (Spaghetti Swing)
მსოფლიოში ერთადერთი მუსიკალური შოუ, რომელშიც მონაწილეობას მუსიკოსებთან ერთად, შეფ-მზარეული იღებს - იტალიური ბენდი "სპაგეტი სვინგი" მსმენელს „ყველაზე გემრიელ შოუს" სთავაზობს. გარდა მუსიკალური წარმოდგენისა, რომელიც ცნობილი იტალიური სიმღერების ინტერპრეტირებულ ვერსიებს გულისხმობს, იტალიელი შეფ-მზარეული სცენაზევე ამზადებს სხვადასხვა კერძს და მსმენელს მათი დაგემოვნების საშუალებას, ღვინოსთან ერთად აძლევს.
https://www.spaghettiswing.it/