პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვეხმაურები კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას,- საერთო დებატების ორგანიზების შესახებ. მზად ვარ, ერთიან ფორმატში (ყველა კანდიდატთან) მივიღო ამ საჯარო დებატებში მონაწილეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ინიციატივა, რომ დებატები ყველა არხმა ერთდროულად გააშუქოს, რათა გამოირიცხოს მედიისადმი შერჩევითი მიდგომა", - წერს ინაშვილი.