logo_geo
eng_logo
ბექა სივსივაძე - „ქართული ოცნების“ 21-ე ნომერი, რომელიც 26 მაისს სასიკვდილოდ გაიმეტეს!
- +

7 ოქტომბერი. 2017. 03:01



სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ  საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა, სადაც 21-ე ადგილს ჟურნალისტი ბექა სივსივაძე იკავებს.


გაზეთ „ასავალ-დასავალის" ყოფილი ჟურნალისტი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს მოექცა, როდესაც სააკაშვილის ჯალათები სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს და განსაკუთრებული აგრესია „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტების გიორგი მამაცაშვილისა და ბექა სივსივაძის მიმართ გამოავლინეს. სივსივაძეს მაშინ 39 რეზინის ტყვია მოხვდა.  მამაცაშვილ-სივსივაძის წინააღმდეგ სპეცრაზმის მიერ „დახვრეტის" კადრებმა, რომელიც TV25 გადაიღო სრულიად საქართველო შეძრა.


რაც შეეხება „ოცნებასთან" მის სიახლოვეს... ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბექა სივსივაძე „ქართულ ოცნებაში" 2012 წელს გაწევრიანდა. 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს იყო გლდანის საარჩევნო შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო შემდგომ ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის ბიუროს უფროსი. მისი თაოსნობით გლდანის სადეპუტატო ბიურო „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევებში მუდამ ლიდერის პოზიციას იკავებდა. 2016 წელს სივსივაძე „ქართულ ოცნების" გლდანის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა, ამჟამად იგი გლდანის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის ბიუროს ხელმძღვანელობს. 21 სექტემბერს კახი კალაძემ სივსივაძე საკრებულოს პროპორციული სიის 21 ნომრად წარადგინა...











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner