ავტორი ალა გრიგალაშვილი
რამ განაპირობა ხელისუფლების რეიტინგის მკვეთრი ვარდნა, NDI-ს კვლევების მიხედვით - ამ საკითხზე „რეპორტიორთან" კომენტარი პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გააკეთა:
„მოვლენის მიზეზზე რომ ვისაუბროთ, მოვლენაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების რეიტინგი ისეთია, როგორიც NDI-მ წარმოადგინა ქაღალდზე. გვახსოვს ყველას 2012 წელი, როცა NDI-ის პროგნოზი და არჩევნების შედეგები რადიკალურად განსხვავებული იყო; ასევე გვახსოვს, რომ NDI ყოველთვის ცდილობს, აჩვენოს ის სოციოლოგიური სურათი, რაც აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას" და მესამე, თავად კითხვარში არის კითხვები და შედეგები, რომლებიც არც ისე ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან. ეს ალოგიკური მომენტი აჩენს უნდობლობას ამ გამოკითხვების მიმართ", - განაცხადა საყვარელიძემ.
„ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს?" - NDI-ის მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 15 % მისცემდა ხმას მმართველ პარტიას. ამავე კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას" 2 %-ით ჩამორჩება „ნაციონალური მოძრაობა".