logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: მონატრება რომ არ გასვენებს...
- +

7 ოქტომბერი. 2017. 03:39



პოეტი, ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს:


„მონატრება რომ არ გასვენებს. გიზო ნიშნიანიძე, ჩემი დიდი მეგობარი, რომელიც დააკლდა თბილისს და დამაკლდა მეც. ზოგჯერ ისე მენატრება, მასთან ერთად რუსთაველს ჩავუყვე ისევ ძველებურად... რამდენი მასწავლა...

 

ერთმანეთს მაჯისცემას ვუთვლიდით და ვიცინოდით, ადამიანს მაჯა გაუსინჯე და თბილისზე დაელაპარაკე, თუ აუჩქარდა „ზნაჩიტ, თბილისელიაო..." - მეტყოდა. ახლანდელ შარდენზე, ერთ კაფეში ვისხედით ხოლმე ხშირად და რას არ ვიხსენებდით...

 

ერთ ზაფხულს ბაკურიანში უნდა წახვიდეო, ექიმებმა უთხრეს და უჩემოდ არ წავიდა...საუცხოო ფოტო დამრჩა ბაკურიანის დღეებიდან, ჩემმა მეუღლემ გადაგვიღო. ეეჰ, ნეტავ იმ დროს...

 

საათობით ვსაუბრობდით ტელეფონით. ზუსტად ვიცი, მისდარად მართლა ძალზე ცოტას უყვარს ეს ქალაქი. კარგად მახსოვს, რას განიცდიდა, რა უხაროდა, რა სტკიოდა თბილისისთვის და თბილისის გამო... სხვა ქალაქშიც კი მაინც თბილისზე ლაპარაკობდა გამუდმებით.

 

სამწუხაროდ დასრულდა ჩემი პაემანი ვერაზე, პაემანი გიზო ნიშნიანიძესთან, მაგრამ ჩემი და ჩემი თბილისის სიყვარული გრძელდება. იმ თბილისის, მე, პლეხანოველ გოგოს რომ დამირჩა ფიქრებში და მოგონებებში...

 

აი, ისევ მოვიდა უშენო თბილისობა ჩემო საყვარელო მეგობარო და ძალიან მწყდება გული აქ რომ არ ხარ...

 

პატივისცემით და დიდი სიყვარულით, შენი მაიკო", - წერს კახიძე.

 




 

 

 

 

 

 

 

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner